ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ქაბულში ტერაქტს 20 ადამიანი ემსხვერპლა

ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმას ქაბულში 20 ადამიანი ემსხვერპლა.

ავღანეთში აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი კი 50-ს აჭარბებს. თავდასხმა ქაბულში, ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატის, ამრულა სალეჰის საარჩევნო შტაბზე მოხდა. შენობასთან ჯერ ტერორისტმა აიფეთქა თავი, რის შემდეგაც ოფისში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ.

სროლის დროს თავად სალეჰიც დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. სპეცოპერაცია კანდიდატის ოფისში 6 საათი გაგრძელდა. ამ დროისთვის 3-ივე ტერორისტი მოკლულია.

საპრეზიდენტო არჩევნები ავღანეთში 28 სექტემბერს ტარდება. საარჩევნო კამპანია კი გუშინ დაიწყო.

იტვირთბა....