ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ოქრუაშვილის ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ადვოკატებმა გაასაჩივრეს.

როგორც პარტია „გამარჯვებული საქართველოს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ანა რეხვიაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ოქრუაშვილი ივანიშვილის პირადი პოლიტიკური მძევალია.

„დღეს ჩვენ საქალაქო სასამართლოს პოლიტიკური გასაწყვეტილება გავასაჩივრეთ. საზოგადოებამ კარგად დაინახა ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ამ საქმეში არანაირი სამართლებრივი საფუძველი და მტკიცებულება არ არსებობს. ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტიკური მძევალია. ჩვენ ვასაჩივრებთ იმის გამო, რომ შეცვალონ აღკვეთის ღონისძიება და გაათავისუფლონ ირაკლი ოქრუაშვილი და არა მარტო ის, არამედ ყველა პოლიტიკური პატიმარი”, – განაცხადა ანა რეხვიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 27 ივლისს შეეფარდა.

ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. ოქრუაშვილი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეშია გადაყვანილი.

იტვირთბა....