სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად, ლენტეხში ერთი ადამიანი დაიღუპა, 2 მოწამლული – 76 და 67 წლის მოქალაქეები ქუთაისში გადაიყვანეს.
ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის დავით ჯანაშიას ინფორმაციით, 2 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
„ერთი პაციენტი, როგორც ვიცით, სოკოს მიღებიდან ნახევარ საათში გარდაიცვალა, ჩვენთან იმყოფება 2 პაციენტი, კრიტიკულ მდგომარეობაში“, – განაცხადა დავით ჯანაშიამ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.