“ეს ლოცვა წარმოიშვა წმ ნიკოლოზის ეკლესიაში. როდესაც ნიკოლოზის ეკლესია იყო ბიბლიოთეკა, ჩვენ ნიკოლოზობას საღამოს მივდიოდით თითქოს წიგნების წასაკითხად, სინამდვილეში ჩვენ პარაკლისს ვასრულებდით. ამ პარაკლისის დროს თითქოს მიკარნახა უფალმა „,დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო“ და იმის შემდეგ ჩვენ ვგალობთ ამას. ყველამ ერთად ვიგალობოთ. მთელი კაცობრიობა დაღლილია, მაგრამ წყალობა ღვთისა აღემატება ამ დაღლილობას. ჩვენთანაა უფალი, ჩვენთან არს ღმერთი. დალოცვილი და გახარებული იყავით. ნუ შეგეშინდებათ დაღლილობის. უფალი განსაცდელს უგზავნის კაცობრიობას, მაგრამ სიხარულს და ძალასაც აძლევს .დალოცვილი იყავით თქვენ, საქართველო და მთელი მსოფლიო. ჩვენთან არს ღმერთი”.
ილია მეორე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი