ვიდეო მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“ივანიშვილი, ყველაზე მეტად, ასლან აბაშიძეს ჰგავს” – სააკაშვილის ვიდეომიმართვა

„ირაკლი ოქრუაშვილს, ასევე მეცნიერს, სამოქალაქო აქტივისტ ბეჟან ლორთქიფანიძეს და კიდევ სხვა ადამიანებს პატიმრობა მიუსაჯეს სრულიად მოგონილი, არაფრის მთქმელი ბრალდებით და გასაგებია, რასაც აკეთებს ივანიშვილი. ივანიშვილმა გადაწყვიტა, მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2-ის“ ხელში ჩაგდების პროცესი ფინალურ ეტაპზე გადაიყვანა, მთლიანად პოლიტიკური სისტემის, ქვეყნის რეიდერობა და ქართველების ცხოვრების, ქვეყნის ერთადერთ რეიდერად ქცევა…

 

…ყველა ის ერთუჯრედიანი, ვინც ტოლობის ნიშანს აყენებს სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის, არის უბრალოდ ივანიშვილის მთავარი მოკავშირე და სასარგებლო იდიოტი. როგორც ცა და დედამიწა განსხვავდება იმისგან, რაც იყო და რაც არის ივანიშვილი. მაგრამ მომავალში ის კი არ უნდა დაბრუნდეს, რაც იყო, სულ სხვა რაღაც უნდა შეიქმნას. ეს მომავალი მოვა ძალიან მალე”…

…ვერ მოხდება საქართველოში ვერც პუტინიზაცია, ვერც ბელარუსიზაცია, რასაც ივანიშვილი აკეთებს, არის საქართველოს ასლანიზაცია. . ვისაც ყველაზე მეტად ჰგავს ივანიშვილი, არის ასლან აბაშიძე. აბაშიძე ასევე „ბეზპრეძელშიკობდა“, ზუსტად ასევე მარიაჟობდა, ყველას იჭერდა და ყველას სცემდა იმ მომენტამდე, სანამ არ გაიქცა. ივანიშვილი თავისი გაქცევის ეტაპს ახლა ძალიან სწრაფად აახლოებს. ოღონდ მას გაქცევის საშუალება არ უნდა მივცეთ. ვერ გავუშვებთ ქვეყნიდან ადამიანს, რომელიც თან წაიღებს თქვენგან მოპარულ მრავალ მილიარდს. მას აქვს ძალიან დიდი მზაკვრული გეგმები საქართველოს მიმართ, ამიტომ მნიშვნელოვანია, როდესაც მისი გაქცევის მომენტი დადგება, ამის საშუალება არ მიეცეს. ეს მომენტი ძალიან მალე დადგება. ამასობაში შეეცდება სხვების დაჭერას, სიტუაციის კიდევ უფრო მეტად არევას, მეტი რაღა ქნას. ბოლომდე ჩამოშალეს ეკონომიკა, იძახიან, რომ მიტინგების გამოო.

იტვირთბა....