ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუში მეცხვარის დღე – თუშეთობა”, თუშეთში მომხდარი ავარიის გამო, აღარ გაიმართება

“თუში მეცხვარის დღიე – თუშეთობა” ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, აღარ გაიმართება.

“3 აგვისტოს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, დაგეგმილი იყო თუშეთის სოფ. ომალოში ტრადიციული ღონისძიების “თუში მეცხვარის დღის – თუშეთობის ” ჩატარება. მაგრამ გუშინ მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო ღონისძიება აღარ ჩატარდება.
✔ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს, გარდაცვლილთა ოჯახებს”. – ნათქვამია ახმეტის მუნიციპალიტეტის განცხადებაში.

იტვირთბა....