ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“არსებობს საკმარისი მტკიცებულებები რომ ზუსტად ჯაფარიძემ და ხაზარაძემ ჩაიდინეს მათ მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება” – პროკურორი

“TBC ბანკის” საქმის პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა, საქალაქო სასამართლოში გამართული სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რომ ზუსტად ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ჩაიდინეს მათ მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება.

“არსებობს საკმარისი მტკიცებულებები რომ ზუსტად ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ჩაიდინეს მათ მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება, ვგულისხმობ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, რომელსაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავლის მიღება ჩადენილი ჯგუფურად.

ჩვენ ბრალდების დადგენილებაში ხაზგასმით გვაქვს აღნიშნული, რომ აღნიშნული ქმედებით, კერძოდ თაღლითურად თანხების დაუფლების შედეგად ზიანი მიადგა თიბისი ბანკს, შესაბამისად თუ ვის მიადგა ზიანი ეს თვითონ დაცვის მხარისთვის არის ცნობილი, სასამართლოზეც ეს პოზიცია გაჟღერდა. ჩვენ ბრალდების დადგენილებაში გვაქვს, რომ ზიანი მიადგა თიბისი ბანკს, რაც შეეხება დაზარალებულაც ცნობის საკითხს, ეს არის პროცესუალური საკითხი, პროცესუალური საკითხი მდგომაროებს იმაში, რომ ხანდაზმულობა თაღლითობაზე, რომელი ქმედებითაც ზიანი მიადგა თიბისი ბანკს ამ კვალიფიკაციაზე ხანდაზმულობა არის გასული” – განაცხადა ტყეშელაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი 24 ივლისს წარუდგინა.

იტვირთბა....