ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“მე დავინახე უცოდინარობის პიკი პროკურატურის მხრიდან” – ხაზარაძე

მე დავინახე უცოდინარობის პიკი პროკურატურის მხრიდან, კარგია, რომ ეს ჩემს თავზე დავინახე – განაცხადა „TBC ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

“არის ასეთი გამოთქმა „ზოგი ჭირი მარგებელია“. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, არ ვიცი, ალბათ, საბედნიეროდ მე დღეს ვიყავი აქ და კარგად დავინახე, თუ რა ჭაობშია ქვეყანა. ამას ვლაპარაკობ მთელი პასუხისმგებლობით და არ ვსაუბრობ როგორც თიბისი ბანკის თავმჯდომარე ან ანაკლიის თავმჯდომარე. რადგანაც შეკავებული ვიყავი მე შეფასებებში გამომდინარე იქედან, რომ ჩემსს უკან ათიათასი თანამშრომელი, გუნდის წევრი დგას, დეოპოზიტარები, ბანკები და ა.შ. ყოველთვის ვცდილობდი, რომ არ გადამელახა ის, რაც გულში მქონდა და რის თქმასაც ვაპირებდი. მნიშვნელოვანია, რომ ემოციური განცხადების და შენი პოზიციის გამო ვიღაცის ინტერესი არ დააზიანო. დღეს მე დავინახე სრული ჭაობი და კარგია, რომ ეს ჩემს თავზე დავინახე. მე დავინახე უცოდინარობის პიკი პროკურატურის მხრიდან. ეს ადამიანები გულწრფელად მეცოდებიან, ახალგაზრდა ადამიანები. ერთ-ერთი გოგონა, რომელსაც შეუძლია 5-წუთიანი ბრიფინგით საქართველოს ეკონომიკას ცელი გამოუსვას და მილიარდი ლარის ზარალი მიაყენოს, ამაზე კი არანაირ სირცხვილის გრძნობას არ განიცდის და არავინ მას ამისთვის მას პასუხს არავინ სთხოვს. ეს არის კატასტროფა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ქვეყანა არ გვაქვს, სტრუქტურები არ გვაქვს, ინსტიტუციები მოშლილია გვაქვს. მინდა გითხრათ, რომ ეს ინსტიტუციები არის აბსოლუტურად თავიდან ასაშენებელი“, – განაცხადა ხაზარაძემ.

იტვირთბა....