ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს სასამართლომ 700-700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა

“TBC ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, თითოეულს 700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აეკრძალათ ქვეყნის დატოვება საგამოძიებო უწყების ნებართვის გარეშე.

სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებამ ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონი ლარის ოდენობით გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.

თუმცა, პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ ბრალდებულების ადვოკატები. ადვოკატ ზვიად კორძაძის თქმით, აბსურდული სიტუაციაა და თუ ვინმემ ზარალი განიცადა, ეს სწორედ “თიბისი ბანკია”. მისივე განმარტებით, ანაკლიის პროექტის განხორციელება საზღვარგარეთ წასვლა-წამოსვლის გარეშე წარმოუდგენელია და როცა პროკურატურა ითხოვს, რომ საგამოძიებო ორგანოს ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ინფორმირების გარეშე საზღვარგარეთ გადაადგილება უნდა აეკრძალოთ, ეს ნიშნავს, რომ მათ საქმიანობას უკრძალავს.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

იტვირთბა....