ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქობულია მიიჩნევს, რომ “თიბისი”-ს საქმე, ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ არ არის მიმართული

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია, პროკურატურის მიერ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული ბრალს “ინეტრპრესნიუსთან” საუბარში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როდესაც ბიზნესმენს ბიზნესი აქვს და ასეთ ბრალდებას უყენებენ, ეს ნეგატიურად აისახება მის ბიზნესზე.

გიორგი ქობულიას თქმით, უშუალოდ ბრალდებაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

კითხვაზე, უარყოფითად აისახება თუ არა მიმდინარე პროცესები ანაკლიის პორტზე, ქობულია აცხადებს, რომ როდესაც ბიზნესმენს ასეთ ბრალდებას უყენებენ, ცხადია, რომ ეს მის ბიზნესზე უარყოფითად აისახება.

„რა თქმა უნდა, როდესაც ბიზნესმენს აქვს ბიზნესი და ამ ბიზნესმენის მიმართ ასეთი ბრალდებაა წაყენებული, ეს მის ბიზნესზე პოზიტიურად ვერანაირად ვერ აისახება,“-აცხადებს გიორგი ქობულია.

მისივე თქმით, არ სჯერა, რომ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები ანაკლიის პროექტის წინააღმდეგაა მიმართული.

იტვირთბა....