aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ოქრუაშვილი უკანა სავარძელზე იჯდა, გეგონება, ბინ ლადენი მეჯდა მანქანაში, 10 მანქანა მომადგა” – ჩალაგაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის, დაკავების ფაქტზე „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ ჩალაგაშვილი, საუბრობს.

„ჩემს მანქანაში ჩაჯდა ირაკლი უკანა სავარძელზე. დიღომში აღმაშენებლის ხეივანზე, კერძო დასახლებებისკენ, რომ ჩავუხვიეთ, უცებ მომადგა ერთი შავი ჯიპი გვერდიდან, ჩართეს სირენები, მანქანა ისე ჩამიყენეს, რომ მანქანის გაჩერება ძლივს მოვახერხე. დაახლოებით 9-10 მანქანა იყო და 50 სამართალდამცავი, ჯავშანჟილეტებით, იარაღებით, გეგონება ბინ ლადენი მეჯდა მანქანაში. ირაკლი მიხვდა მაშინვე რაც ხდებოდა, გავაჩერეთ მანქანა და გადმოვედით ყველა. ამის შემდეგ მას წაუკითხეს ბრალი, დაადეს ხელბორკილები, გააფორმეს ოქმი და დაახლოებით 15 წუთის შემდეგ დაჯდნენ და წავიდნენ ორთაჭალის მიმართულებით, შსს-ში. არაფერი არ უთქვამს თვითონ ირაკლის, ის იყო მხნედ და საკმაოდ კარგ ხასიათზე. არაფრის თქმის უფლება არ მისცეს და წაიყვანეს ისე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტერორისტი მსოფლიოში“, – განაცხადა ჩალაგაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში

იტვირთბა....