ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

პარლამენტთან მაჩალიკაშვილის კარავი მაინც გაიშალა

პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რუსთაველის გამზირზე კარავი დღეს გაშალა. კარვის გაშლაში #სირცხვილიას ორგანიზატორები და მხარდამჭერები დაეხმარნენ.

მალხაზ მაჩალიკაშვილი საქართველოს პარლამენტთან კარვის გაშლას დილიდან ცდილობს. თავდაპირველად მას პროტესტის გამოხატვის კონსტიტუციური უფლების განხორციელების საშუალება პოლიციამ “თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების საფუძველზე” არ მისცა. მერიაში უარყვეს, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოები უნდა განახორციელონ და განაცხადეს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს ნებისმიერ ადგილას შეუძლია პროტესტის გამოხატვა.

მაჩალიკაშვილის კარავი პოლიციამ 20 ივნისს ანტიოკუპაციური აქციის დაშლის დროს აიღო.

თავად მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ ეტაპზე რუსთაველის გამზირზე არ იმყოფება

იტვირთბა....