პოლიტიკური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, თბილისის მთავარ სამმართველოში (დიღმის სამმართველო) გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.
ცნობისათვის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ბრალდებით პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დღეს დააკავეს. შსს-ს ცნობით, ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ ოთხი პირი დააკავეს.