„გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებლის, ვახტანგ გოძიაშვილის, ცნობით, ირაკლი ოქრუაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობის შესაცვლელად შეთქმულებას ან ამბოხებას გულისხმობს.
გოძიაშვილმა განაცხადა, რომ ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილს გამომძიებლებმა დაკავების მომენტში უთხრეს.
„არ აქვს მნიშვნელობა, რა მუხლით არის დაკავებული, ფაქტია, რომ ბიძინა ივანივილმა ყველაფერი წაგვართვა და ცდილობს ოქრუაშვილი საბრალდებო სკამზე დასვას“, – განაცხადა გოძიაშვილმა.
ამჟამად პარტიის ოფისთან „გამარჯვებული საქართველოს“ წევრები იკრიბებიან.