ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ორი ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილ სისხლის კვალთან დაკავშირებით შსს განმარტებას აკეთებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ორი ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილ სისხლის კვალთან დაკავშირებით  განმარტებას აკეთებს.

შსს-ში აცხადებენ, რომ სისხლის კვალი, რომელიც საცხოვრებელი ბინიდან ლიფტამდეა, ცხედრების ტერიტორიიდან გადასვენების დროს დაიღვარა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ  გურამიშვილის 78 ნომერში, საცხოვრებელ ბინაში ორი ახალგაზრდის ცხედარი ერთ-ერთის მამამ იპოვა. სადარბაზოში, საცხოვრებელი ბინიდან ლიფტამდე კი სისხლის წვეთები იყო.

ერთ-ერთი ვერსიით, საცხოვრებელი ბინიდან, სადაც ორი ახალგაზრდა მოკლული იპოვეს, სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი ამოიღეს. ამასთან, არსებული ინფორმაციით, რომელზეც სავარაუდოდ გამოძიებაც მუშაობს, ერთ-ერთ ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა, რის შედეგადაც მეორე მამაკაცი დაიღუპა, ხოლო შემდეგ ამავე იარაღით თავი მოიკლა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იტვირთბა....