აშშ-ის საელჩოს განცხადება ადასტურებს, რომ სწორედ სამართლიან სასამართლოზე გადის ჩვენი ქვეყნის, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების იდეა. ის საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ხაზარაძის საქმესთან, ანაკლიის პორტის, ბანკის, შესაძლო პოლიტიკური მოღვაწეობის საკითხი, ყველა ეს თემა წარმოაჩენს, რომ ეს არ არის ერთ-ერთი ჩვეულებრივი საქმე, არამედ არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საქმე, რომელთა მიმართებაშიც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების საკითხთან დაკავშირებით გაავრცელა.
დოლიძის განცხადებით, ხაზარაძის სახით, მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს.
„მამუკა ხაზარაძის სახით მორიგი მსხვერპლი ჩაუვარდა მურუსიძე – ჩინჩალაძის ბაყბაყდევს. რეალურად, ჩვენ მორიგი მსხვერპლი შევუგდეთ კონტროლირებად, მორჩილ სასამართლო სისტემას. აშშ-ის საელჩოს განცხადება ადასტურებს, რომ სწორედ სამართლიან სასამართლოზე გადის ჩვენი ქვეყნის, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების იდეა. ის საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ხაზარაძის საქმესთან, ანაკლიის პორტის, ბანკის, შესაძლო პოლიტიკური მოღვაწეობის საკითხი, ყველა ეს თემა წარმოაჩენს, რომ ეს არ არის ერთ-ერთი ჩვეულებრივი საქმე, არამედ არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საქმე, რომელთა მიმართებაშიც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. არაერთხელ გამოჩნდა, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკურად დამორჩილებულია, არის მართული. ამასთანავე, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები გვაჩვენებს, არაკომპეტენტურია.
რაც შეეხება ამერიკის საელჩოს განცხადება ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემის გადარჩენა გადამწყვეტი საკითხია, იმასთან მიმართებაში, იქნება ეს განვითარებული, დემოკრატიული, კეთილდღეობაზე დაფუძნებული სახელმწიფო, თუ იქნება რომელიმე ადამიანის, რომელიმე კლანის, თუ დაჯგუფების უკანა ეზო“, – განაცხადა ანა დოლიძემ.