ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლენტეხში, რამდენიმე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

ძლიერი წვიმების შედეგად, ლენტეხის რაიონის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია.

მდინარე ჩოლშურას ადიდების შედეგად სოფელ დვრიშთან, ტვიბსა და ესიერთან დამაკავშირებელი გზა ჩაიხერგა.

ლენტეხის მერის, ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სოფლებთან დამაკავშირებელი გზა მთლიანად წაღებულია, ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო სამსახურები არიან მობილიზებული.

იტვირთბა....