აზერბაიჯანის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა. როგორც ადგილობრივი პრესა წერს, სავარაუდოდ ის კასპიის ზღვაში, გუშინ, ღამის საათებში ჩავარდა.
“თვითმფრინავი სასწავლო გეგმიურ ფრენას ანხორციელებდა” – წერს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების პრესსამსახური.
დაწყებულია გამოძიება. კასპიის ზღვაში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.