ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა სამუშაოზე, დაცვის სამსახურში მიიღო 6 წლის ბიჭი, მაგომედ გაზიევი. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, გაზიევის მშობლებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც აანონსებენ, რომ ბავშვის სურვილია ჩეჩნეთის ლიდერთან მუშაობა. როგორც ირკვევა, კადიროვმა ვიდეოს ნახვის შემდეგ გადაწყვიტა სურვილი აესრულებინა ბავშვისთვის.
კადიროვი ტვიტერზე წერს, რომ მიუხედავად ასაკისა, გაზიევი მამაცია და მზადაა გმირობისთვის. ამასთან, მან ფონდიდან გამოყო თანხა ბავშვის სპეციალური დაცვის სამსახურის ფორმისთვის და თან უყიდა სათამაში იარაღი სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად.
კადიროვის ინფორმაციით, 6 წლის ბიჭს უკვე დაუნიშნეს კურატორი. ის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი ახმედ დუდაევი იქნება.