ახალი ამბები მთავარი სამართალი

მოზარდს იარაღი გაუვარდა და შემდეგ თავი მოიკლა – გურამიშვილზე მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი ვერსია

გურამიშვილის გამზირზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მორიგი ვერსია გავრცელდა. კერძოდ, სამართალდამცავებს გარდაცვლილ ახალგაზრდებთან იყო იარაღი, საიდანაც მოხდა გასროლა.

სწორედ აქედან გაჩნდა ვერსია, რომ ერთ-ერთ ახალგაზრდს იარაღი გაუვარდა, მოხვდა მეორეს და ადგილზე გარდაიცვალა. მეორე მოზარდმა კი თავი მოიკლა.

შეგახსენებთ, რომ 24 ივლის ღამით გურამიშვილის გამზირზე ორი ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილები ნახეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს 2 ან მეტი პირის მიმართ.

იტვირთბა....