ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ახალი დეტალები გურამიშვილის გამზირზე მომხდარ მკვლელობაზე

გუშინ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე 2 ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ტიპის იარაღით მოხდა მკვლელობა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” თვითმხილველმა განუცხადა, მოკლულები არიან, დაახლოებით, 20-21 წლის ახალგაზრდები.

“მამას უნახავს. ამბობენ შუბლში აქვთ ტყვია მოხვედრილი. ისეთი კარგი ახალგაზრდები იყვნენ, ცუდს ვერავინ იტყოდაო. 7-8 საათისთვის მოხდა მკვლელობა” – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

შეგახსენებთ, რომ 24 ივლის ღამით გურამიშვილის გამზირზე ორი ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილები ნახეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს 2 ან მეტი პირის მიმართ.

იტვირთბა....