“სოფო კილაძემ, ე.წ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ (ე.წ. იმიტომ, რომ ამ კომიტეტს ფაქტობრივად, თავმჯდომარე არ ჰყავს) დაიწყო წაკითხვა ერთ-ერთი პოლიტპატიმრის, ვინმე ფხაკაძის საქმის და თქვა, რომ ის ამით არის დაკავებული, რომ სწავლობს პოლიტპატიმრების საქმეებს. კილაძე ვინ არის, რო გაბედოს და ჩემთან ასეთი კითხვა დასვას? „ქართულ ოცნებას“ თუ რამე აქვს სატრაბახო ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, ეს იყო ამნისტიის კანონი და ადამიანის უფლებების კუთხით რაც გაკეთდა. როდესაც სოფო კილაძე და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ ხმაში ლაპარაკობს, ზუსტად ამას ვამბობ, რომ „ქართულ ოცნებაში“ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენები – სოფო კილაძის, ოხანაშვილების, ზარდიაშვილების, მათიკაშვილების სახით.
ეკა ბესელია, დეპუტატი
“ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუ