„გოგა ხულორდავას ვურჩევ, საკუთარი ოჯახის წევრი რომ ჰყავს დაპატიმრებული კორუფციის ბრალდებთ, ამაზე შეუძლია ისაუბროს და ცოტა უხერხულია იმ დეპუტატისგან ამ თემაზე საუბარი, ვისაც დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, საკუთარი ოჯახის წევრი ჰყავს კორუფციის ბრალდებით დაპატიმრებული და თვითონ მძევალივით ჰყავს „ქართულ ოცნებას“ და რასაც უნდათ, იმას აკეთებინებენ. ვურჩევ მას, ცოტა ფრთხილად ილაპარაკოს, როდესაც ლაპარაკობს ჩემთან დაკავშირებით – კორუფცია მოიკითხოს თავად, კორუფციაში არიან ჩაფლულნი თავით ფეხებამდე“
დეპუტატმა უპასუხა გოგა ხულორდავას განცხადებას, რომლის თანახმადაც უმრავლესობის ერთ-ერთ სხდომაზე ეკა ბესელიასთან მიმართებაში კორუფციაზე დაისვა კითხვები
ეკა ბესელია, დეპუტატი, პარტია “სამართლიანობისთვის” დამფუძნებელი
“ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუ