ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი სოციალური ქსელი

აშშ-ის მთავრობამ “ფეისბუკი” რეკორდულად, 5 მილიარდი აშშ დოლარით დააჯარიმა

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეგულატორებმა 24 ივლისს, პირადი მონაცემების არასათანადოდ დაცვის ბრალდებით მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელი “ფეისბუკი” 5 მილიარდი აშშ დოლარით დააჯარიმეს.

აღნიშნული ჯარიმა 56 აშშ მილიარდიანი შემოსავლის მქონე კომპანიისათვის რეკორდულად დიდი თანხაა.

“მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით მომხმარებლისთვის არაერთხელ წაყენებული დაპირებების მიუხედავად, რომ თითქოს ადამიანები შეძლებდნენ დამოუკიდებლად გაეკონტროლებინათ, როგორი იქნებოდა წვდომა მათ პირად მონაცემებზე, Facebook-მა მომხმარებლების არჩევანი სათანადოდ არ მიიღო მხედველობაში” – აცხადებენ აშშ-ს ფედერალური ვაჭრობის კომისიში გადაწყვეტილების დასაბუთებისას.

იტვირთბა....