ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“100%-ით დარწმუნებული ვართ, რომ ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა ნამდვილია” – ოქრუაშვილის ადვოკატი

ირაკლი ოქრუაშვილი არ გახლავთ ისეთი მარტივი ადამიანი, რომ წარმოადგინოს ყალბი დოკუმენტი, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, გიორგი ზედელაშვილმა.

ადვოკატის მტკიცებით, ხალვაშმა დატოვა თავისუფალი ხელმოწერის ნიმუშები, ასევე მან უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით დამოწმებული ადრე დადებული რაიმე ხელშეკრულებები, რომ მოხდეს ამ დოკუმენტების შედარება 2010 წლის 4 თებერვლის შეთანხმებასთან და ექსპერტიზა მიიღებს დასკვნას.

„ჩვენ 100%-ით დარწმუნებული ვართ, რომ ხელმოწერა არის ნამდვილი. ირაკლი ოქრუაშვილი არ გახლავთ ისეთი მარტივი ადამიანი, რომ წარმოადგინოს ყალბი დოკუმენტი და ამ დოკუმენტის საფუძველზე ითხოვდეს თანხის დაკისრებას ან წილზე საკუთრების ცნობას.

შუამდგომლობა დაყენებული იყო პაატა სალიას მიერ, რომ ექსპერტიზა ჩატარებოდა 2010 წლის 4 თებერვლით დათარიღებულ დოკუმენტს. ვინაიდან ისინი თვლიდნენ, რომ აღნიშნულ დოკუმენტზე ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა გაყალბებულია და არ შეესაბამება სინამდვილეს. 2010 წლის დოკუმენტთან დაკავშირებით სამი ექსპერტიზა იყო ჩატარებული. ამაზე არაერთხელ განვაცხადეთ და სამივე ექსპერტიზამ აღნიშნა, რომ მასზე არის ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა. მაგრამ რადგან იყო მხარის მოთხოვნა, დავეთანხმეთ და წამოვიდა ექსპერტიზის ბიუროში. დღეს ბატონმა ქიბარმა დატოვა თავისუფალი ხელმოწერის ნიმუშები, ასევე მან უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით დამოწმებული ადრე დადებული რაიმე ხელშეკრულებები, რომ მოხდეს ამ დოკუმენტების შედარება 2010 წლის 4 თებერვლის შეთანხმებასთან და ექსპერტიზა მიიღებს დასკვნას“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა.

ცნობისათვის, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ქიბარ ხალვაშის ხელმოწერასთან დაკავშირებით კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნას ერთ თვეში გამოიტანს.

იტვირთბა....