“თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს არის მისი და მამუკა ხაზარაძის მიმართ პირადი დევნის გაგრძელება
მისივე განმარტებით, აღნიშნული დევნა ზიანს აყენებს, როგორც პროექტებს, რომლებშიც ისინი მონაწილეობენ, ისე ქვეყანას.
„ეს დევნა გრძელდება უკვე წელიწადია. სამწუხაროდ, ესაა პირადი დევნის გაგრძელება ჩემი და მამუკას მიმართ. ეს აყენებს უზარმაზარ ზიანს ქვეყანას, იმ პროექტებს, რომელშიც ჩვენ ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არც ერთი პროექტი არ შეფერხდეს. ჩვენ განვიხილავთ ყველა საჭირო ზომას, მათ შორის იმისთვის, რომ ბანკის აქციონერები იყვნენ მშვიდად, რომ ბანკს საფრხე არ ემუქრება და ნამდვილად არ ემუქრება – ჩვენ შევეცდებით დავამშვიდოთ საინვესტიციო სამყარო, რომ არც ერთ ინსტიტუტს, სადაც ვართ, საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს პროკურატურაშია დაბარებული.