ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ხაზარაძე და ჯაფარიძე ჯგუფის ყოველდღიურ მართვაში არ მონაწილეობენ” – “თიბისი ბანკის ჯგუფი”

ლონდონის საფონდო ბირჟის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის ბრალის მოსალოდნელი წარდგენა უკავშირდება 2007 და 2008 წლის ტრანზაქციებს, რომელშიც ჯგუფის შვილობილი – „თიბისი ბანკი“ მონაწილეობდა.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკის ჯგუფის“ ყოველდღიურ მართვაში არ მონაწილეობენ, – ამის შესახებ ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და მოადგილემ დატოვეს თანამდებობები „თიბისი ბანკის“ ბორდში და დღეისთვის „თიბისი ბანკის ჯგუფის“ ყოველდღიურ მართვაში არ მონაწილეობენ. არ არსებობს რაიმე საფუძველი „თიბისი ბანკის ჯგუფის“, „თიბისი ბანკის“ ან ჯგუფის რომელიმე სხვა წევრის წინააღმდეგ ბრალის წარდგენისთვის“, – წერია განცხადებაში.

ამასთან, ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ აქციების ფასი ამ დროისთვის 7.5 პროცენტითაა შემცირებული.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე დღეს პროკურატურაშია დაბარებული.

იტვირთბა....