ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს ივანიშვილის პოლიტიკური მეტოქეების გზიდან ჩამოცილებაა” – ელისაშვილი ხაზარაძეზე

პროკურატურის მიერ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებასა და გაკეთებულ განცხადებას, “სამოქალაქო მოძრაობის” დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის ანგარიშსწორება და ივანიშვილის პოლიტიკური მეტოქეების გზიდან ჩამოცილება.

ალეკო ელისაშვილის თქმით, “თიბისი ბანკის” საქმე აქტუალური მას შემდეგ გახდა რაც ხაზარაძემ პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია დააანონსა.

“ეს არის ანგარიშსწორება და ივანიშვილის პოლიტიკური მეტოქეებს გზიდან ჩამოცილება. სტრუქტურა, რომელიც სამართლიანობის სადარაჯოზე უნდა იყოს და რეალურ კრიმინალს ებრძოდეს, საქმის გარჩევებითა დაკავებული. ეს ფაქტიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2020 წელს “ქართული ოცნება” პროპორციულ არჩევნებში უნდა დავამარცხოთ და ხელისუფლების მართვას ჩამოვაშოროთ. ეს არ არის ქვეყნის მართვა, ეს ქურდულ-მაფიოზური გარჩევებია, რომელიც 2020 წელს უნდა დასრულდეს”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე დღეს პროკურატურაშია დაბარებული.

იტვირთბა....