ჟურნალისტი ნანა ლეჟავა “იმედის” ეთერში “ქრონიკას” აღარ წაიყვანს. ამის შესახებ ჟურნალისტი სციალურ ქსელში წერს.
ლეჟავას თქმით, ის “იმედიდან” არ მიდის, მაგრამ ჟერჯერობით უცნობია რა პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას.
“დაინტერესებულ ადამიანთა საყურადღებოდ: უკვე ორი კვირაა არც ფორმალურად ვარ “ქრონიკაში” და არც არაფორმალურად. თუმცა, ვრჩები “იმედში”. მადლობა ყურადღებისთვის”, – წერს ლეჟავა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ტელეკომპანიაში ცვლილებები მოხდა. ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა “იმედის” აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა.