ახალი ამბები ბიზნესი მთავარი სამართალი

ლონდონის ბირჟაზე თიბისის აქციები კიდევ უფრო გაუფასურდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის ჯგუფის აქციები ამ დროისთვის 3,89%-ითაა გაუფასურებული.

თიბისი ერთი აქციის ფასი 14.32 ფუნტია, რაც ბოლო 3 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი ფასია.

დღეს, 24 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურა სასამართლოს მიმართავს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ეროვნული ბანკის მოთხოვნის საფუძველზე თიბისი ბანკის საბჭოდან გავიდნენ, თუმცა ლონდონში დაფუძნებული თიბისი ბანკის ჯგუფის ხელმძღვანელობაში რჩებიან. თიბისის აქციები ლონდონის ბირჟაზე სწორედ თიბისი ბანკის ჯგუფის მეშვეობით გავიდა.

იტვირთბა....