aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აფხაზეთში მცხოვრებ აბიტურიენტებს უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩარიცხავენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

2019 წელს უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან ის აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდნენ ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებზე, თუმცა ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო გამოცდების ჩაბარებისას პრობლემა შეექმნათ – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

გარდა ამისა, სახელმწიფო მათ სრულად დაუფინანსებს სწავლას სახელმწიფო გრანტის მაქსიმალური ოდენობით. თუ პირველივე სასწავლო წელს აღნიშნული აბიტურიენტები უნივერსიტეტებში ვერ დააგროვებენ მინიმუმ 60 კრედიტს, დადგენილება მათი ჩარიცხვისა და გრანტის მინიჭების შესახებ, გაბათილდება.

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ მიმდინარე წლის ივნისში ჩაკეტა ენგურის გამშვები პუნქტი, რის გამოც აბიტურიენტებს თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლაში ხელი შეეშალათ, მათი ნაწილი კი გამოცდებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში გზების გადმოლახვის შემდეგ დაესწრო.

როგორც განათლების სამინისტრო აცხადებს, მუშაობენ იმისთვის, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა აბიტურიენტებმა 2020-2021 სასწავლო წელს შეფერხების გარეშე შეძლონ გამოცდების ჩაბარება.

იტვირთბა....