„როდესაც ასეთი ბრალდება ისმის ოქრუაშვილის მხრიდან, ივანიშვილის დავალებით პროკურატურამ ყალბი ჩვენება დამაწერინაო, უმძიმესი ბრალდებაა. აქ ორი ვარიანტია – ან ოქრუაშვილი ცილს სწამებს ხელისუფლებას და დანაშაულს ის სჩადის, ან მართლა მოხდა ეს ფაქტი და შესაბამისად, ხელისუფლებამ ჩაიდინა მძიმე დანაშაული. ხელისუფლება თავს იბრიყვებს, ცდილობს, არ შეიმჩნიოს, რაც ძალიან მძიმე საყურებელია. რატომ? ერთადერთი შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეტყობა, ამ საქმეებთან დაკავშირებით თვითონაც არ გამოიყურება მაინცდამაინც კარგად. ოქრუაშვილი პროვოცირებას სულ ახალი და ახალი ეპიზოდებით ახდენს. ვფიქრობ, მისი ამოცანა ძალიან მარტივია: ჩვენ ყველამ ერთად რაღაც დანაშაული ჩავიდინეთ, ყველამ ერთად აქედან რაღაც მიიღო და მე დავრჩი „გადაგდებული“, გადაიხადეთ ჩემი წილიო. ბუნებრივია, მას შეუძლია, დაიწყოს აღიარებითი ჩვენებები, რომ აიძულოს ყოფილ პარტნიორებს, მისცენ ის, რაც ეკუთვნის, თუ არა და, მზად არის, ყველაფერი გააშიშვლოს“
გია ხუხაშვილი, ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში
“ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუ