„ოქრუაშვილის საკმაოდ ეპატაჟური გამოსვლები, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენებაა. ის საუბრობს სისტემურ დანაშაულზე, ეს არ იყო მისი პირადი, არამედ, იყო ხელისუფლების სახელით ჩადენილი დანაშაული. როგორც ჩანს, ამ დანაშაულს დღევანდელ ხელისუფლებაშიც ჰყავს თავისი თანამონაწილეები და ამიტომ არ არის დაინტერესებული ხელისუფლება, რეაგირება მოახდინოს მის ამ განცხადებებზე. ოქრუაშვილი ამას მშვენივრად ხდება და მუდმივად პროვოცირებას ახდენს, ფაქტობრივად, აშიშვლებს იმ მანკიერებას, რა უბედურებაშიც დღეს გვიწევს ცხოვრება. ის ამბობს, რომ ილაპარაკებს დანაშაულებრივ ქმედებებზე, მაგრამ ხელს ვერ მოჰკიდებენ, რადგან თუ მოჰკიდებენ, ამ შემთხვევაში გაიხსნება პანდორას ყუთი და ყველა მის გვერდით იჯდება. ვიღაცები ხუმრობენ ამ განცხადებებზე და სიბრიყვეში უთვლიან ამას ოქრუაშვილს. მე ვფიქრობ, სინამდვილეში ოქრუაშვილი ერთადერთი ადამიანია, რასაც ჰქვია, ამხელა საგიჟეთში, ყანდურის თონეში ატეხილ ვაკხანალიაში, რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა და მიზანმიმართულად მიდის თავისი მიზნისკენ“
გია ხუხაშვილი, ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში
“ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუ