“ვინმემ არ მიხსენოს მე სიტყვა მორალი, ზნეობა, პატიოსნება და კეთილსინდისიერება სააკაშვილის ადეიშვილის და მერაბიშვილს საქმეების განხილვისას, რადგან მე მათ ამ საქმეში, როგორც მოწმე, გამომიყენეს. მე ცხოვრებაში იმდენი ცუდი რამ გამიკეთეს ამ ადამიანებმა, რომ მათ მიმართ არასდროს კარგს არაფერს გავაკეთებ. მე ისეთი ამბავი გამომატარეს ამ ადამაინებმა, რომ სხვა ადამიანს რომ გაევლო იმავე, საღ ჭკუაზე არ დარჩებოდა, მაგრამ მე ცხოვრებამ ვერ გამაბოროტა. ამ ქვეყანაში სამართალი არ იქნება და ეს კარგა ხანია, სააკაშვილმა დაიწყო და წარმატებით აგრძელებს ივანიშვილიც”
ირაკლი ოქრუაშვილი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პარტია “გამარჯვებული საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი
“ტვ პირველის” ეთერი