ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანი: დღეს ერზურუმიდან ყარსისკენ პირველი სატვირთო მატარებელი დაიძრება

პირველი სატვირთო მატარებელი თურქეთიდან ყარსისკენ საქართველოს ტეროტორიის გავლით დღეს აიღებს გეზს. მატარებელი თურქეთის ქალაქ ერზურუმიდან დაიძრება. მანამდე კი სადგურზე სადღესასწაულო ცერემონია გაიმართება, რომელსაც თურქული და ქართული მხარის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას “თურქეთის რკინიგზის” წარმომადგენლობა ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ მატარებლის შემადგენლობა 5 ვაგონისგან შედგება, რომელიც “საქართველოს რკინიგზას” ეკუთვნის.

სარკინიგზო მშენებლობა თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის მხარეთა შეთანხმებით 2008 წელს დაიწყო. რკინიგზის სიგრძე 826 კილომეტრია.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანისა და სერბეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, ისინი შეთანხმდნენ, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში, სერბეთიდან აზერბაიჯანისკენ გარკვეული ტვირთები წამოვა, რომლის გადაზიდვა ყარსის რკინიგის მეშვეობით განხორციელდება.

“ჩვენ სერბეთს ვხედავთ, როგორც ამ გზის აქტიურ მომხმარებელს. ამასთან, რაც უფრო მეტი ინტერესი იქნება სხვადასხვა ქვეყნიდან აღნიშნული რკინიგზის მიმართ, რეგიონის უსაფრთხოების დონე კიდევ უფრო აიწევს…” – განაცხადა აზერბაიჯანის ლიდერმა.

იტვირთბა....