ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მე რუსთავი 2-ის იურისტი ვარ, არ ვარ არც ხალვაშის პირადი და არც სალიას იურისტი” – საძაგლიშვილი

“რუსთვი2”-ის იურისტმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ ის არც ქიბარ ხალვაში და არც პაატა სალიას იურისტი არაა.

მისი თქმით, როდესაც რამდენიმე დღის წინ სტრასბურგის გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე აღნიშნა, რომ ეს არ ღირდა, შესაბამისი გადაწყვეტილება არხის ყოფილი დამფუძნებლების მიერ იყო მისაღები.​

„ამ ეტაპზე, თუ თქვენ ჩემი სტატუსი გაინტერესებთ, მე ვარ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის იურისტი, მე არ ვარ არც ქიბარ ხალვაშის პირადი იურისტი, არც პაატა სალიასი. ჩემი ნებისმიერი მოქმედება მიმართული იქნება „რუსთავი 2“-ის ინტერესებისთვის. სტრასბურგის სასამართლო არ მსჯელობდა იმაზე, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარჩენილიყო ძალაში თუ უნდა გაუქმებულიყო, სტრასბურგის სასამართლომ არ დაადგინა დარღვევა სამწუხაროდ, რაც ჩვენი აზრით იყო, თუმცა ეს გასაჩივრება საჩივრდება დიდ პალატაში.

ახლა არაფერს ვასაჩივრებ, შესაბამისად, როცა მქონდა საუბარი პალატის გადაწყვეტილებაზე, მაშინ ვამბობდი, რომ ეს არის ყოფილი დამფუძნებლების მისაღები გადაწყვეტილება“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ამასთან, საძაგლიშვილი საუბრობს იმაზე, თუ რა რა უნდა გაასაჩივრონ ძმებმა ყარამანიშვილებმა.

„მე გეტყვით, ყარამანიშვილებს რისი გასაჩივრება შეუძლიათ, ყარამანიშვილებს შეუძლიათ გაასაჩივრონ პალატის გადაწყვეტილება, რომ ამ საქმეზე არ დარღვეულა სამართლიანი სასამართლოს უფლება.

მე ვარ „რუსთავი 2“-ის იურისტი, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება საჩივრდება ყოფილი დამფუძნებლების მიერ, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება“, – განაცხადა საძაგლიშვილმა

იტვირთბა....