ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი არჩეულია. კონსერვატორებს დღეიდან ბორის ჯონსონი ჩაუდგება სათავეში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯონსონი შეცვლის ტერეზა მეის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედიასაშუალებები ავრცელებენ.
აღსანიშნავია, რომ ჯონსონი საკმაოდ კრიტიკულად გამოირჩეოდა საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე. მან ადრე, საკმაოდ მწვავე გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც.