მთავარი ციტატა

“რაც უფრო დიდხანს და შორს გაწელავს გახარიას არგადაყენების ზამბარას ივანიშვილი, მით უფრო მწარედ მოხვდება ცხვირში” – უგულავა

“სადამდე მივა ოპოზიციონერი ლიდერების გამოკითხვების პროცესი და სად ჩანს ფინალი?! ამ პროცესს ფინალი არ აქვს. ეს გამოგონილი პროცესია, გამოგონილია მანამდე, სანამ ცხელია 20 ივნისის ტრაგედია. ეს ტრაგედია, მსგავსად წინამორბედისა, არ დაკარგავს აქტუალობას, ამიტომ ტყუილად აქვს ხელისუფლებას ილუზია, რომ ეს რამენაირად გაიწოვება. პირიქით, რაც უფრო დიდხანს და რაც უფრო შორს გაწელავს გახარაის არგადაყენების ზამბარას ივანიშვილი, მით უფრო მწარედ მოხვდება ცხვირში. 215 მუხლით, რაც სახელწმიფოს წინააღმდეგ შეთქმულებას გულისხმობს, სამი საქმეა აღძრული. არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული. ამ ფონზე გახარიას საუბარი ინგა გრიგოლიას გადაცემის შემდეგ, სერიოზულად აღარ უნდა აღვიქვათ. ეს იყო ჯიბრში ჩამდგარი, უტიფარი, შეშინებული ადამიანის საუბარი. მეტსაც გეტყვით, გახარიას სერიოზულად უმრავლესობაც ვერ აღიქვამს. უმრავლესობის უმრავლესობა დღეს ხელს მოაწერდა იმას, რომ გახარია წავიდეს და უმრავლესობის გარკვეული ნაწილი თანახმაა იმაზე, რომ გახარიამ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იტვირთოს. გახარია უნდა წავიდეს და გახარია აუცილებლად წავა“

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელშ აღმოჩნდა. ამას მოყვა აქციები, სადაც დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. მომდევნო დღეებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და მათ სამი მთავარი მოთხოვნა ქონდათ – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება. კობახიძის გადადგომის შედეგად კიდევ ერთი მოთხოვნა გაჩნდა – აქციის დღეს ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლება, რაც ამ დროისთვის შესრულებულია. ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევენბი პროპორციული სისტემით გაიმართება. თუმცა, კიდევ ერთი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა არ დააკმაყოფილა მმართველმა გუნდმა. ამ დროისთვის აქციები კვლავ გრძელდება, რათა ბოლო მოთხოვნაც შესრულდეს. გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ სტუდენტებიც

გიგი უგულავა, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
“პალიტრანიუსის” ეთერი

იტვირთბა....