როგორც “მეტრონომს” დასავლეთ საქართველოდან სპეციალური კორესპონდენტი ატყობინებს, რიკოთის გვირაბიდან რამდენიმე კილომეტრის მანძილზე, თბილისის მიმართულებით საკმაოდ გრძელი საცობია.
ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა რამდენიმეკილომეტრიანი საცობის მიზეზი. აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა დაახლოებით 3 საათია პარალიზებულია.
“კუს სიჩქარით დავდივართ. ვერაფერი გავიგეთ რა ხდება. გვირაბს ძლივს გამოვცდით და ხაშურამდეც იგივე სიტუაციაა” – უთხრა “მეტრონომს” კორესპონდენტმა, რომელიც ამ წუთებში აღნიშნულ გზაზე იმყოფება.
დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხევაში “მეტრონომი” ოპერატიულად მოგაწვდით ინფორმაციას.