უკრაინის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია.
ეროვნული ეგზიტპოლის თანახმად, მეცხრე მოწვევის რადაში ხუთი პარტია გავა. ფავორიტი არის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“. მას ხმა 43,9 პროცენტმა მისცა. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.
ეგზიტპოლით მეორე ადგილზეა „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ 11,5 პროცენტით. რადაში მოხვდება უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პარტია „ევროპული სოლიდარობა“. მას ხმა 8,9%-მა მისცა.
ცესკო პირველ წინასწარ შედეგებს გვიან ღამით გამოაქვეყნებს.