ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს სამართლიანად” – აშშ-ის საელჩო საქართველოში

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა.

„რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს სამართლიანად„ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 18 ივლისის გადაწყვეტილების ირგვლივ შექმნილ ვითარებას. სიტყვის თავისუფლება და პლურალისტური მედიაგარემო დემოკრატიის საძირკველია. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად, აპოლიტიკურად და, რომ უზრუნველყოფილ იქნას მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა.

ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას სიტყვის თავისუფლების დაცვისა და მრავალფეროვანი მედიაგარემოს შენარჩუნების საქმეში“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

იტვირთბა....