საქართველოში, ბენზინგასამართი სადგურების დიდ ნაწილში საწვავი ხუთი თეთრით გაძვირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცეებს.
რეგულარი ტიპის საწვავის ფასი „გალფის“ ქსელში 2.54 ლარი გახდა, „სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას“ ქსელში – 2.53 ლარი, „რომპეტროლის“ ქსელში – 2.54 ლარი, „ვისოლის ქსელში“ – 2.59 ლარი.
ბენზინი ხუთი თეთრით გაძვირდა ივლისის დასაწყისშიც. მიზეზად ლარის გაუფასურება და საწვავის საერთაშორისო ფასების გაზრდა დასახელდა.