ქიბარ ხალვაშის პოზიცია უცვლელია იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ყალბია.
ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას განცხადებით, სასამართლო დავის დაწყებისთანავე დააყენეს პოზიცია, რომ დოკუმენტი, რომელზეც ირაკლი ოქრუაშვილი მიუთითებს, გაყალბებულია.
სალიას თქმით, ოქრუაშვილს ჰქონდა ფულადი მოთხოვნა, თითქოს მან 7 მილიონი დოლარი ასესხა ხალვაშს და მას ეს თანხა სარგებლით, ანუ პროცენტით უნდა დაებრუნებინა და ამასთან „რუსთავი 2“-ზე ყველა უფლება მას ეკუთვნოდა.
„ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ ეს დოკუმენტი ყალბია და ექსპერტიზა ამას დაადასტურებს“ – უთხრა ჟურნალისტებს პაატა სალიამ.
პოლიტიკური მოძრაობის, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა 19 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, ყადაღა დაედოს “რუსთავი 2”-ის წილებს.
გიორგი ზედელაშვილის მტკიცებით, სამი ექსპერტიზითაა დადასტურებული, რომ ოქრუაშვილთან გაფორმებულ დოკუმენტზე ხალვაშის ხელმოწერაა