“შეიძლება ბევრი ვერც აცნობიერებს, თუ რა დავკარგეთ.
მეოთხედი საუკუნის შემდეგ, ერთ უმნიშვნელოვანეს სფეროში ”დამთავრდა ეპოქა დიდი”. რუსთავი 2 ქვეყანას არა ჰყავს.
იქნება სხვა რუსთავი, შეიძლება კრიტიკულიც, მაგრამ არა ის, რომელიც იყო 25 წლის განმავლობაში საქართველს ევროპული გზის იდეოლოგიური ორიენტირი.
მადლობა ყველა რუსთავიორელს. ზოგი წავა, ზოგს ძალით გაუშვებენ, ზოგი დარჩება. ყველას თავისი არჩევანი აქვს და ყველა მართალი იქნება. რაც მეტი დარჩება, მით უფრო გაძნელდება და გაიწელება რუსთავი 2-ის მოთვინიერების პროცესი.
განსაკუთრებული მადლობა ნიკა გვარამიას. მან შეუძლებელი შეძლო. მარტო ის ორი წელიც საკმარისი იქნებოდა მის საქმიანობაში, რა დროის განმავლობაშიც სტრასბურგის მეშვეობით შეუნარჩუნა რუსთავს სიცოცხლე. ეს ორი წელიწადი იყო გარდამტეხი ხელისუფლების ნამდვილი სახის წარმოჩინების საქმეში.
უხამსობას და ბილწსიტყვაობას არასდროს ვემხრობოდი და არც არასდროს გავამართლებ, მაგრამ მისი ეს ნეგატივი არის აბსოლუტურად უმნიშვნელო იმ უზარმაზარ პოზიტივთან შედარებით, რაც მან რუსთავში მუშაობის დროს გააკეთა. უსამართლო სასამართლოს მიერ დაყადაღებული და გაკოტრებული ტელევიზია აქამდე მოიყვანა.
როგორც იტყვიან, ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით. არავინ იცის რა იქნება მომავალში. წარსულში კი რუსთავი 2 იყო ის ვარსკვლავი, რომელიც ჩვენს თავზე ანათებდა. იმედი ვიქონიოთ, რომ კიდევ გამოანათებს”
რომან გოცირიძე – “ნაციონალური მოძრაობა”
სოციალური ქსელი
შეიძლება ბევრი ვერც აცნობიერებს, თუ რა დავკარგეთ.მეოთხედი საუკუნის შემდეგ, ერთ უმნიშვნელოვანეს სფეროში ”დამთავრდა…
Gepostet von Roman Gotsiridze am Freitag, 19. Juli 2019