რამდენიმე ამბავი, რაც ჩაიკარგა გუშინდელ ქაოსში.
1. ჩვენ, ევროპა ვერ დავარწმუნეთ რომ ეს არაა ”ორ სუბიექტს შორის დავა”.ეს იმას არ ნიშნავს რომ ევროპა ცუდია. არც იმას, რომ როდესმე რუსეთის ღირებულებები უფრო მისაღები გახდება. ჩემი აზრით მთავარი მიზანიც იმედგაცრუების მცდელობა იყო, რომელსაც ვერ მიიღებს რუსი მეზობელი.
2. ევროპა კი არა, ჩვენ მოქალაქეებსაც ვერ ვარწმუნებთ, რომ პრობლემა ოპოზიციური არხის არსებობაა და არა ნიკა. მიმტკიცებდნენ ნიკას მოხსნიან და ამით დამთავრდებაო და ძალიან მალე დარწმუნდებით, რომ ნიკას კი არა, ყველას მოხსნიან ვისი რიტორიკაც არ მოსწონდათ:) ამაში დასარწმუნებლად ნაბიჯები უკვე გადავდგით.
3. ეს ფილმი უკვე ნანახი მაქვს, მაგრამ ძალიან დიდი სხვაობა ისაა, რომ მაშინ არ მქონდა ფეისბუქი თითქმის ნახევარი მილიონი გამომწერით. (გადაცემის გვერდსაც ვგულისხმობ) დღეს თავისუფალი სიტყვის დახშობა წარმოუდგენელია. სადღაც მაინც ამოვხეთქავთ, ზუსტად ის ხალხი, ვინც თქვენ ძალიან გიყვართ.
5. ჰო, მართლა, წავიკითხე მოსაზრება რომ თურმე სალია არხზე არ უნდა შემოგვეშვა და უკაცრავად, არხი რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებს კანონების და დასავლური სტანდარტების დარღვევისთვის ქოცივით არასოდეს მოიქცევა.
მადლობა უნდა გითხრათ ყველა თბილი სიტყვისთვის. იმდენი ხართ დავრწმუნდი გაბოროტებული ადამიანების სიმცირეში”
ნანუკა ჟორჟოლიანი – ჟურნალისტი
სოციალური ქსელი
დილა მშვიდობისა მეგობრებო:)ბედნიერი ვსქროლავ ჩემს ნიუს ფიდს სადაც არანაირი ღვარძლი, არანაირი ქილიკი გუშინდელ დღეზე:)…
Gepostet von Nanuka Zhorzholiani am Donnerstag, 18. Juli 2019