ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

IRI: გამოკითხულთა უმრავლესობა ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციას ენდობა

IRI-ის გამოკითხულთა უმრავლესობა ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციას ენდობა. ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვაში წერია.

კერძოდ, 37% ამბობს, რომ მათთვის ტელეკომპანია „იმედის“ მეირ გავრცელებული ინფორმაცია ყველაზე სანდოა, 34%-ის აზრით, ისინი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს ენდობიან.

გამოკითხულთა 44 % ამბობს, რომ საქართველოში მედია ნაწილობრივ თავისუფალია, 19%-ის აზრით სრულიად თავისუფალია, 21% მიიჩნევს, რომ არც ისე თავისუფალია, ხოლო 6%-ის პოზიციაა, რომ საერთოდ არაა თავისუფალი.

კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.

იტვირთბა....