aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მოსკოვის ცენტრში აქტივისტი დააკავეს, ხელში ცარიელი ტრანსფარანტით…

aviabiletebi
ავიაბილეთები

მოსკოვში, წითელ მოედანზე დააკავეს აქტივისტი მაქსიმ კონდრატევი, რომელიც ქალაქის ცენტრში სიტყვისა და შეკრების თავისუფლების დაცვის მიზნით გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ კონდტრატევს ხელში ცარიელი პლაკატი ეჭირა. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო საშუალებები წერენ.

“მე მილიციას ვუთხარი, რომ უბრალოდ ვდგავარ, ცარიელი, უწარწერო ტრანფარანტით ხელში და არავის არაფრისკენ არ მოვუწოდებ. უბრალოდ ვდგავარ. ვკითხე მათ, რატომ უნდა დამაკავონ, მიპასუხეს, თქვენი გვესმისო…” – განაცხადა აქტივისტმა.

მისი თქმით, ის წაიყვანეს განყოფილებაში და მოგვიანებით, პროტოკოლის შევსების გარეშე გაათავისუფლეს, რადგან არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ.

იტვირთბა....