ახალი ამბები

არასრულწლოვანი მუშის გარდაცვალების გამო სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავეს

უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი” თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. 16 ივლისს ლიფტის დემონტაჟის დროს, არასრულწლოვანი გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

 

იტვირთბა....