aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ჟურნალისტების მხრიდან ელემენტარული ეთიკის წესების მოთხოვნის უფლება ჩვენც გვაქვს” – ოხანაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ყოველთვის ვცდილობ, ჟურნალისტებთან დავიცვა კომუნიკაციისთვის აუცილებელი სტანდარტები და, ლოგიკურია, ჩვენც გვაქვს უფლება, მოვითხოვოთ ჟურნალისტების მხრიდან ეთიკის ელემენტარული წესების დაცვა, – განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, მედიათავისუფლების შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას.

“თქვენ ფიქრობთ, რომ სხვა ტელევიზიების ჟურნალისტები ნაკლებად კრიტიკულ კითხვებს სვამდნენ იქ და მათ მიმართ არ ჰქონია არანაირი რეაქცია პარტიის თავმჯდომარეს და რით უნდა იყოს ეს განპირობებული? ალბათ იმით, რომ ელემენტარული ჟურნალისტური ეთიკა არსებობს. ყოველთვის ვცდილობ, ჟურნალისტებთან დავიცვა კომუნიკაციისთვის აუცილებელი სტანდარტები და ლოგიკურია, ჩვენც გვაქვს უფლება, მოვითხოვოთ ჟურნალისტების მხრიდან ამ ეთიკის ელემენტარული წესების დაცვა. თმენის ვალდებულება გვაქვს, რომ ვუპასუხოთ თქვენს ყველა შეკითხვას და პარტიის თავმჯდომარე პასუხობდა და უპასუხებს მათ, მაგრამ არსებობს ქცევის წესები – დაასრულებინო რესპონდენტს პასუხი, მოგისმინოს და გაგცეს პასუხი. ეს ელემენტარული ქცევის წესია. არავითარი შეურაცხმყოფელი იქ და კონკრეტული ჟურნალისტის შეურაცხყოფა იქ არ ყოფილა”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისათვის, 20 ივნისის ღამის მოვლენების შემდეგ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, 17 ივლისს საზოგადოების პირისპირ პირველად წარსდგა და ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ივანიშილმა ჟურნალისტების მისამართით გააჟღერა ისეთი ფრაზები, როგორიაა “ზრდილობა ისწავლე, შვილო” , “სად გაიზარდე” , “სიჩუმე დაიცავი” და სხვები.

იტვირთბა....