ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“პირველი არხის ჟურნალისტებს ვერ აკადრებ, რომ “რუსთავი 2″-ზე გადავიდნენ” – მაღლაფერიძე

პირველ არხზე ადამიანებს ვერ აკადრებ, „რუსთავზე 2“-ზე გადადი, ეს აბსურდია, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ.

იგი ამ ფრაზით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას, განცხადებას გამეხმაურა, რომ, თითქოს, „ბოლო ერთი თვეა და, განსაკუთრებით, ორი კვირაა, ვასიკო მაღლაფერიძე დადის და ამბობს, კონტრაქტს არ გაგიფორმებთ, პირველი არხიდან გადაგიყვანთ „რუსთავი 2“-ში. ვინც მოძულებული და მობეზრებული ჰყავთ, ყველას გადმოყვანა უნდათ აქ“.

„ბატონი გიგი თხზავს ამას, ეტყობა კიდევ ბევრი ჰყავს მოსატყუებელი. თუ გადაწყვიტა, რომ ასეთი ტყუილები ავრცელოს, ავრცელოს და იყოს. მე არც მისი ბოდიში მჭირდება და არც მისი კომპლიმენტები, ეს არც პირველია და ალბათ არც ბოლო, რასაც მისგან ასეთი ტიპის ბოდვას ვისმენთ. გაახსენდა უცებ პირველი არხი და ისეთი აბსურდი, რომ პირველ არხზე შეიძლება ვიღაცას აკადრო მსგავსი რამ. ვიცი, რა საზოგადოებაშიც არის გაზრდილი, ის არ არის თავისუფალ საზოგადოებას მიჩვეული – პირველ არხზე ადამიანებს ვერ აკადრებ, რომ კონტრაქტს არ გაგიფორმებ და მით უმეტეს, „რუსთავზე 2“-ზე გადადი, ეს აბსურდია, სრულიად სასაცილო. რაც შეეხება წყაროს, მე არ მგონია, რომ ეს წყაროა, რითიც ის სარგებლობს, შეიძლება იყოს ტლაპო, საიდანაც მან ეს ინფორმაცია ამოიღო, რადგან წყარო არის ის, რაც რეალობასთან კავშირშია. აგერ არის პირველი არხი, 1200 ადამიანი მუშაობს აქ, მსგავსი სისულელე აზრად არავის მოუვა და არც ის, რომ ასეთი რამ ვინმემ ვინმეს უთხრას. ეს რა არის, გინებას ვეგუებით და არა უშავს, ესეც გასავლელი ეტაპია. განრისხდა და წყაროც არ დაასახელა, ჟურნალისტებსაც ასწავლის ჭკუას და ა.შ. მასე ყველაფრის თქმა შეიძლება და თქვას, ამ რანგის პოლიტიკოსად იქნება განხილული“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

იტვირთბა....